დაეხმარე საქართველოს კარიტასს

1.00

საქართველოს კარიტასი დაარსების დღიდან ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს, რომელთა მთავარი მიზანი ადამიანების ღირსებისა და ძირითადი უფლებების დაცვაა. ჩვენ ვიბრძვით უკიდურესი გაჭირვების წინააღმდეგ და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი. საქართველოს კარიტასი მრავალფეროვანი საქველმოქმედო პროექტებით ემსახურება საზოგადოების მოწყვლად ნაწილს, კერძოდ - ჰუმანიტარული სასადილოთი, ხანდაზმულთა დღის ცენტრი „ჰარმონია“, ტანსაცმლის შეგროვება და დარიგება, ნებაყოფლობით დაბრუნებული მიგრანტების რე-ინტეგრაცია, ბავშვთა დღის ცენტრები, მცირე საოჯახო ტიპის სახლები, წმ. ბარბარეს დედათა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრი, მშობელთა მხარდაჭერის პროექტი, დამოუკიდებელი ცხოვრების პროექტი, ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვების მომსახურების პროექტი, კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, სოციალური კაფე, შინმოვლა, სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრი, ზრუნვის სახლი, ქრონიკული ჭრილობების მკურნალობის ცენტრი და სხვ.

გაიღეთ შემოწირულობა და შეცვალეთ უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ!