ჰუმანიტარული დახმარება უკარინისთვის

1.00

კარიტას-სპეს უკრაინა კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდია. ფონდი, ერთი მხრივ, ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მოსახლეობას, მეორე მხრივ, მათ ევაკუაციაში იღებს მონაწილეობას. ომის დაწყების დღიდან, კარიტას-სპეს უკრაინამ 60’645 ბენეფიციარს გაუწია დახმარება - ბავშვთა ცენტრებისთვის საკვების უზრუნველყოფა, იძულებით გადასახლებული პირებისთვის თავშესაფრების ორგანიზება და მართვა, საავადმყოფოების წამლებით მომარაგება და ა.შ. კარიტას-სპეს უკრაინის თანამშრომლები და მოხალისეთა ჯგუფი თავდაუზოგავად იბრძვიან უკრაინელი მოსახლეობის გადასარჩენად. ფინანსური შეწირულობა მათ ზემო-აღნიშნული საქველმოქმედო საქმიანობის უწყვეტად გაგრძელების საშუალებას მისცემს. საქართველოს კარიტასი უშუალო კომუნიკაციაშია კარიტას-სპეს უკრაინასთან - თანხა, უპირველესად, მოხმარდება მედიკამენტებს და საკვებს.