დაეხმარე ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს

1.00

პროექტის „ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვების მომსახურება“-ის მიზანია ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვების ქუჩიდან გარიდება და მათთვის საჭირო დახმარების გაწევა. პროექტის განვითარებაში ჩართულები არიან: სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, მძღოლი და თანასწორ განმანათლებლები რომლებიც ბავშვთან ამყარებენ კონტაქტს, აფასებენ მის მდგომარეობას და ნდობის მოპოვების მიზნით ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის აქტივობას: ორგანიზებას უწევენ სპორტულ და გასართობ ღონისძიებებს, ასწავლიან წერა-კითხვას, აწვდიან ინფორმაციას ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე, სხვადასხვა დაავადებასა და მავნე ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეულ უარყოფით გავლენაზე. ასევე, ბავშებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრითა და მასთან არსებული ღამის თავშესაფრით. თქვენ მიერ გაღებული თითოეული თანხა ბავშვების მომავალს უკეთესობისკენ ცვლის.