Shop – Caritas.ge Donation https://donation.caritas.ge/ka დონაცია Tue, 02 Sep 2025 12:18:46 +0000 ka-GE hourly 1 https://wordpress.org/?v=7.0.2 https://donation.caritas.ge/wp-content/uploads/2022/12/cropped-favicon-32x32.png Shop – Caritas.ge Donation https://donation.caritas.ge/ka 32 32 Help the humanitarian canteen of Caritas Georgia https://donation.caritas.ge/ka/product/help-the-humanitarian-canteen-of-caritas-georgia/ Fri, 20 Jan 2023 14:23:00 +0000 https://donation.caritas.ge/?post_type=product&p=8333 პროექტის „ჰუმანიტარული სასადილო“-ს მიზანია კვების საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ცხოვრების ხარისხის ამაღლებაა, კვირაში 5-ჯერ ცხელი სადილის მიწოდების მეშვეობით. ჰუმანიტარულ სასადილოს შეუძლია მიმართოს სოციალურად დაუცველმა მარტოხელა ხანდაზმულებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და სხვა ადამიანებმა, რომლებიც იმყოფებიან გამოუვალ მდგომარეობაში და საჭიროებენ კვებას. სასადილოში ასევე იკვებებიან დღის ცენტრების ბავშვები. თქვენ მიერ გაღებული თითოეული თანხა მნიშვნელოვანია პროექტის განვითარებისა და გაფართოებისათვის.
თქვენი თანადგომით შევძლებთ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც ყოველდღიურ დახმარებას საჭიროებენ!

]]>
Humanitarian Aid for Ukraine https://donation.caritas.ge/ka/product/humanitarian-aid-for-ukraine/ Tue, 15 Mar 2022 15:52:03 +0000 https://donation.caritas.ge/?post_type=product&p=2187 კარიტას-სპეს უკრაინა კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდია. ფონდი, ერთი მხრივ, ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მოსახლეობას, მეორე მხრივ, მათ ევაკუაციაში იღებს მონაწილეობას. ომის დაწყების დღიდან, კარიტას-სპეს უკრაინამ 60’645 ბენეფიციარს გაუწია დახმარება - ბავშვთა ცენტრებისთვის საკვების უზრუნველყოფა, იძულებით გადასახლებული პირებისთვის თავშესაფრების ორგანიზება და მართვა, საავადმყოფოების წამლებით მომარაგება და ა.შ. კარიტას-სპეს უკრაინის თანამშრომლები და მოხალისეთა ჯგუფი თავდაუზოგავად იბრძვიან უკრაინელი მოსახლეობის გადასარჩენად. ფინანსური შეწირულობა მათ ზემო-აღნიშნული საქველმოქმედო საქმიანობის უწყვეტად გაგრძელების საშუალებას მისცემს. საქართველოს კარიტასი უშუალო კომუნიკაციაშია კარიტას-სპეს უკრაინასთან - თანხა, უპირველესად, მოხმარდება მედიკამენტებს და საკვებს.

]]>
Donate for Children without Parental Care https://donation.caritas.ge/ka/product/donate-for-children-without-parental-care/ Thu, 10 Dec 2020 12:24:05 +0000 https://donation.caritas.ge/?post_type=product&p=2146 ყველას არ უმართლებს იცხოვროს ოჯახურ, უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში. შემოწირული თანხებით, ბავშვები ოჯახურ გარემოში იზრდებიან. მათ აქვთ შესაძლებლობა, იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში და ჰქონდეთ განათლების მიღების შესაძლებლობა. თქვენი გულუხვი შემოწირულობა უფრო მეტია, ვიდრე ბავშვების ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაში დახმარება - თქვენ მათ ეხმარებით რომ უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქონდეთ.

]]>
Donate to Caritas Georgia https://donation.caritas.ge/ka/product/donate-to-caritas-georgia/ Thu, 29 Oct 2020 13:49:23 +0000 https://donation.caritas.ge/?post_type=product&p=2074 საქართველოს კარიტასი დაარსების დღიდან ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს, რომელთა მთავარი მიზანი ადამიანების ღირსებისა და ძირითადი უფლებების დაცვაა. ჩვენ ვიბრძვით უკიდურესი გაჭირვების წინააღმდეგ და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი. საქართველოს კარიტასი მრავალფეროვანი საქველმოქმედო პროექტებით ემსახურება საზოგადოების მოწყვლად ნაწილს, კერძოდ - ჰუმანიტარული სასადილოთი, ხანდაზმულთა დღის ცენტრი „ჰარმონია“, ტანსაცმლის შეგროვება და დარიგება, ნებაყოფლობით დაბრუნებული მიგრანტების რე-ინტეგრაცია, ბავშვთა დღის ცენტრები, მცირე საოჯახო ტიპის სახლები, წმ. ბარბარეს დედათა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრი, მშობელთა მხარდაჭერის პროექტი, დამოუკიდებელი ცხოვრების პროექტი, ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვების მომსახურების პროექტი, კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, სოციალური კაფე, შინმოვლა, სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრი, ზრუნვის სახლი, ქრონიკული ჭრილობების მკურნალობის ცენტრი და სხვ.

გაიღეთ შემოწირულობა და შეცვალეთ უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ!

]]>
Donate for Street-Connected Children https://donation.caritas.ge/ka/product/street-children/ Wed, 28 Oct 2020 19:53:03 +0000 https://donation.caritas.ge/?post_type=product&p=2109 პროექტის „ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვების მომსახურება“-ის მიზანია ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვების ქუჩიდან გარიდება და მათთვის საჭირო დახმარების გაწევა. პროექტის განვითარებაში ჩართულები არიან: სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, მძღოლი და თანასწორ განმანათლებლები რომლებიც ბავშვთან ამყარებენ კონტაქტს, აფასებენ მის მდგომარეობას და ნდობის მოპოვების მიზნით ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის აქტივობას: ორგანიზებას უწევენ სპორტულ და გასართობ ღონისძიებებს, ასწავლიან წერა-კითხვას, აწვდიან ინფორმაციას ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე, სხვადასხვა დაავადებასა და მავნე ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეულ უარყოფით გავლენაზე. ასევე, ბავშებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრითა და მასთან არსებული ღამის თავშესაფრით. თქვენ მიერ გაღებული თითოეული თანხა ბავშვების მომავალს უკეთესობისკენ ცვლის.

]]>
Lonely Elderly https://donation.caritas.ge/ka/product/lonely-old-people/ Wed, 28 Oct 2020 19:52:10 +0000 https://donation.caritas.ge/?post_type=product&p=2107 თქვენ მიერ გაღებული მცირედი შემოწირულობითაც კი, მარტოხელა ხანდაზმულების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებთ.

თითოეული ლარი მნიშვნელოვანია, რადგან შეგროვებული თანხით ისინი მიიღებენ საკვებს, საჭირო ჰიგიენურ ნივთებს, უზრუნველჰოფილნი იქნებიან ექთნისა და სოციალური მუშაკის მომსახურებით.

]]>
Donate for Children From Vulnerable Families https://donation.caritas.ge/ka/product/children-from-vulnerable-families/ Wed, 28 Oct 2020 19:50:13 +0000 https://donation.caritas.ge/?post_type=product&p=2103 თქვენი დახმარებით ბავშვები მიიღებენ საჭირო განათლებას, საკვებს და ტანსაცმელს. ისინი გაიზრდებიან ჯანსაღ და მეგობრულ გარემოში. თითოეულ შემოწირულობას აქვს დადებითი გავლენა!

]]>
Single Mothers And Their Children https://donation.caritas.ge/ka/product/single-mothers-and-their-children/ Wed, 28 Oct 2020 19:47:22 +0000 https://donation.caritas.ge/?post_type=product&p=2099 შემოწირული თანხით მარტოხელა დედებს და მათ შვილებს ექნებათ თავშესაფარი, საარსებო პირობები და განვითარების შესაძლებლობა.

]]>